вторник, 5 мая 2015 г.

პროექტის ბმული

პროექტი

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
ქეთო მუკბანიანი
რაიონი
ლენტეხი
სკოლა
რცხმელურის საჯარო სკოლა


თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
„წარმატების ფორმულა“
თემის შინაარსი
მათემატიკის სწავლეების ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა სწავლის შემდგომი ეტაპისათვის ან პროფესიული საქმიანობისათვის მოსწავლის მომზადებაა. ამ პროექტის მიზანია მოსწავლეები გაეცნონ საქართველოში არსებულ ბიზნესებს, შეაფასონ და დაგეგმონ სასურველი ბიზნესი კონკრეტული თანხის  ფარგლებში და თეორიულად გათვალონ მოსალოდნელი მოგება.
მოსწავლეები ინტერესების მიხედვით დაიყოფიან ჯგუფებად. თითოეული ჯგუფი შეისწავლის მათ მიერ განსახორციელებელი ბიზნესდაბანდების სფეროს. ჩაიწერენ ინტერვიუებს კონკრეტულ ბიზნესში უკვე გამოცდილ ადამიანებთან, შეეცდებიან დაწერონ ბიზნესგეგმა, აწარმოონ გათვლები, ააგონ დიაგრამები,  და მოამზადონ პრეზენტაცია.  
საგანი
მათემატიკა

დონე/კლასი  
XI კლასი
განხორციელების დროის ჩარჩო
10  45 წთ-იანი გაკვეთილი
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
IX.4. მოსწავლეს შეუძლია გამოთვლებთან და რაოდენობის შეფასებასთან დაკავშირებულ ამოცანებ ამოხსნა.
  • ასრულებს გამოთვლებს და ადარებს ორ მარტივად დარიცხულ საპროცენტო განაკვეთს, სხვადასხვაგვარ ფასდაკლებას, დაბეგვრას; მსჯელობს მათ შორის შორის განსხვავებაზე;
  • ამყარებს კავშირს მთლიან შემოსავალსა/მოგებასა და საცალო ფასს შორის, მოთხოვნასა და ცნობილი ხარჯებით მიწოდებას შორის მოცემული წრფივი დამოკიდებულების მიხედვით.
  • ასრულებს პირად ხარჯთაღრიცხვასთან, შემოსავლთან დაკავშირებულ გამოთვლებს და შეფასებებს შემდგომი მოქმედების დაგეგმვის მიზნით;
მათ.IX.13. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და დასკვნების ჩამოყალიბება.
  • ამოცანის კონტექსტის გათვალისწინებით ირჩევს შესაფერის შემაჯამებელ რიცხვით მახასიათებლებს, ასაბუთებს თავის არჩევანს, ითვლის და იყენებს მათ მონაცემთა ერთობლიობების დასახასიათებლად/შესადარებლად;
  • იყენებს გრაფიკული ფორმით წარმოდგენილ მონაცემებს სტატისტიკური შინაარსის მოსაზრებათა/არგუმენტების ჩამოსაყალიბებლად ან შესაფასებლად;
  • გამოთქვამს ვარაუდს ხდომილობის მოსალოდნელობის შესახებ მონაცემთა საფუძველზე (მაგალითად, ფარდობითი სიხშირის მიხედვით) და ასაბუთებს ვარაუდის მართლზომიერებას.

21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებ

     ახალი იდეების განვითარება, განხორციელება და სხვებისთვის გაზიარება;
     მიზნობრივი კითხვების ფორმულირება და დასმა სხვადასხვა მოსაზრების
გასაცნობად და უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად;
     ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად და კითხვებზე პასუხების გასაცემად.
      პასუხისმგებლობების გაზიარება მუშაობის პროცესში.
      ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება, კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება, ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით;
      ტექნოლოგიის გამოყენება, როგორც ინფორმაციის კვლევის, ორგანიზების, შეფასებისა და კომუნიკაციის საშუალების. ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გამოყენების ეთიკური/იურიდიული საკითხების საფუძვლიანი ცოდნა.


მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
  • მოსწავლეები შეაგროვებენ, გააანალიზებენ ,  ორგანიზებას გაუკეთებენ, შეაფასებენ და დაამუშავებენ ინფორმაციას ადგილობრივი ბიზნესების შესახებ.
  • მოსწავლეები  წარმოადგენენ  დამაჯერებელ პრეზენტაციას გრაფიკების, ცხრილების ან სხვა ვიზუალური საშუალებების გამოყენებით.
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
  • როგორ  ვიშოვოთ ფული?
თემატური კითხვები
  • რა საჭიროება აქვს ფულს?
  • იცნობთ თუ არა რომელიმე ბიზნესმენს?
  • რას ნიშნავს მონაცემთა ანალიზი?
  • როგორ გამოისახება მონაცემები?
  • იცით თუ არა, რა ბიზნესები არსებობს  საქართველოში?
  • ხომ არ იცით როგორ ხდება ბიზნესგათვლები?
  • შეგიძლიათ თუ არა  ჩაატაროთ ხარჯთაღრიცხვასთან, შემოსავლთან დაკავშირებულ გამოთვლებ და შეფასებებ შემდგომი მოქმედების დაგეგმვის მიზნით?


შინაარსობრივი კითხვები
  • როგორი სახის დიაგრამების აგება შეგიძლიათ?
  • როგორ შეიძლება მოიძიოთ ინფორმაცია საქართველოში არსებული ბიზნესების შესახებ?
  • რომელ წარმატებულ ბიზნესმენს იცნობთ?
  • დროის მიხედვით მონაცემთა ცვლილების  გამოსახატავი ხელსაყრელი ფორმა რა არის?